ირაკლი ღარიბაშვილი - ოლივერ ვარჰეი ჩამოსული იყო პოზიტიური გზავნილებით, ვნახეთ,  დესტრუქციული ოპოზიცია როგორი რადიკალური ფორმით დაესხა თავს და როგორი შეურაცხყოფა მიაყენა
ირაკლი ღარიბაშვილი - ოლივერ ვარჰეი ჩამოსული იყო პოზიტიური გზავნილებით, ვნახეთ,  დესტრუქციული ოპოზიცია როგორი რადიკალური ფორმით დაესხა თავს და როგორი შეურაცხყოფა მიაყენა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილი მეგობარი იყო ჩამოსული ბრიუსელიდან კონკრეტული გზავნილით და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით, შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი, პოზიტიური შეფასება გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი – იგი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირია.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას არ უხარია არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა და არც პოზიტიური შეფასებები.

„მთავარი მინდა, გითხრათ, გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია. ევროკომისარი იყო ჩამოსული, ბატონი ოლივერ ვარჰეი, ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის. კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით, გზავნილით ბრიუსელიდან. მე შევახსენებ ყველას, რომ ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი, იგი არის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. ჩვენ ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით, გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა. ამაზე მეტი მტკიცებულება რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას?! არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ხალხი ჩვეულებრივი დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი, საშინელება და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ ერთ და ორი პროცენტს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას? გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორედ. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს? თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს? თქვენს მტრობას და ეროვნული ინტერესების ღალატს ვინ დაუჭერს მხარს? ამაზე გაეცით პასუხი ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.