ირაკლი ღარიბაშვილი - ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს, ჩემი მეუღლე „სინოფარმით“ აიცრა, ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება
ირაკლი ღარიბაშვილი - ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს, ჩემი მეუღლე „სინოფარმით“ აიცრა, ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება

ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ფაიზერის“ ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ვაქცინა იცავს ლეტალური შედეგისგან და ეს მთავარი არგუმენტია ვაქცინაციასთან მიმართებით.

„რატომ „ფაიზერი“. ჩემი მეუღლე აიცრა „სინოფარმის“ ვაქცინით, ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ სახლში, რომელს უფრო მეტად ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ოჯახის ყველა წევრი, მშობლები აცრილი მყავს, ჩემი მეუღლე მანამდე აიცრა, ახლა მე ავიცერი. ასე, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეუბნები – აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ის ჭორები და ტყუილები, რაც ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, არის უსაფუძვლო, სიცრუე და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები იცრებიან აღნიშნული ვაქცინებით. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას და ამ არგუმენტს პრაქტიკულად ვერავითარი კონტრარგუმენტი ვერ უპირისპირდება – ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ამიტომ, დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.