საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.