ირაკლი ღარიბაშვილი - ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია, ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია
ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური ამ ნაბიჯს ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს.
„ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ოფიციალური განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია და ევროპული გზა ქართველი ერის შეუქცევადი არჩევანია“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.