ირაკლი ღარიბაშვილი - ნინო ლაცაბიძე არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავსა და რუსთაველებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ნინო ლაცაბიძე არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავსა და რუსთაველებს

ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავისა და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავსა და რუსთაველებს.

„ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და წარმოადგენენ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას და ბოლომდე ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავისა და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, დატოვოს პარლამენტი და თავად ემსახუროს რუსთავსა და რუსთაველებს. ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ნინო არის მართლაც გამორჩეული ადამიანი, ოთხი შვილის დედა. საჯარო მმართველობის დოქტორი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავსა და რუსთაველებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.