ირაკლი ღარიბაშვილი - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტერეშთან, რომელსაც დავუდასტურე ჩვენი ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი. საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იდეის ერთგულია.
შეხვედრაზე განვიხილეთ გლობალური პარტნიორობის გაძლიერებისა და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციის გზები. ერთმანეთს გავუზიარეთ ხედვა მეტად პროგრესული და მდგრადი სამყაროს შესახებ“, – აღნიშნავს საქართველოს მთავრობის მეთაური.