ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო
ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვმს.

მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, რომ დავიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო.

„მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის – ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დევიდ სასოლის ოჯახს და ახლობლებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.