ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ დამსახურებულ არტისტ ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამსახურებული არტისტის, ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს ნუგზარ შარიას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის, ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.