ირაკლი ღარიბაშვილი - მწუხარებას გამოვხატავ გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო, მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამოჩენილი მსახიობის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო.
ბატონმა გოგიმ ათწლეულების განმავლობაში თეატრალური და კინოხელოვნების ერთგული მსახურებით საერთო სახალხო სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა. მის მიერ შექმნილმა დაუვიწყარმა სახეებმა ქართულ კულტურულ საგანძურში დაიმკვიდრეს ადგილი. გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გოგი ხარაბაძის ოჯახს, ახლობლებსა და მთლიანად ქართველ საზოგადოებას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
მსახიობი, მწერალი და რეჟისორი გიორგი (გოგი) ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.