ირაკლი ღარიბაშვილი - მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს, მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაული.
„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.