ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადანის თვის დადგომას ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენს ყველა მუსლიმ თანამოქალაქეს გულითადად გილოცავთ სულიერი განწმენდის, მიტევებისა და სიკეთის თვის, რამადანის დადგომას. რამადანის თვის რწმენითა და სიმშვიდით დასრულებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.