ირაკლი ღარიბაშვილი მთის კანონზე - საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მილიონი ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან, სულ 509 მილიონი ლარია მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის
შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით გაიზარდა პენსია 70 წლის და მეტი ასაკიდან და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი.
„ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ გრძელდება პენსიების ზრდა. პენსიის ინდექსაციის წესი შემოღებული არის და მოგეხსენებათ, შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით 70 წლის და მეტი ასაკიდან და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი. ასევე 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი.
მთის კანონზე, მინდა, აღვნიშნო, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს. საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან სულ 509 მილიონი ლარი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.