ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანთ პროექტს სამხედროებისთვის 5000 ბინის დაკანონებაზე
გვაქვს სრული მზაობა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გავიტანოთ პროექტი, რომელიც მოიცავს სამხედროებისთვის 5000 ბინის დაკანონებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 15 000 ადამიანს.
„ამით გადაიჭრება წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა. ეს გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 15 000 ადამიანს. მათ შეეძლებათ, რომ სრულად, კანონის შესაბამისად, ისარგებლონ საკუთარი ქონებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.