ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში კრისტიან დანიელსონს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის მეთაური მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.