ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით – „გლობალური თანამშრომლობის ახალი მუხტი”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე.