ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ჯემალ ღაღანიძის გარდაცვალების გამო.
ჯემალ ღაღანიძემ თავისი გამორჩეული კეთილშობილებით, ნიჭითა და შემოქმედებით უამრავ თაყვანისმცემელს არაერთი საყვარელი პერსონაჟი აჩუქა.
თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.
მსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.