ირაკლი ღარიბაშვილი - მქონდა წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ინიციატივით, ორმხრივი უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა წლის ბოლოს გაიმართება
თურქეთთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და ბუნებრივია, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ თურქეთთან მეგობრობასა და თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი, რომელიც გააქტიურდება.
„მე მქონდა წარმატებული ვიზიტი და შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, რომლის ინიციატივით, აღნიშნული უმაღლესი დონის სტრატეგიული შეხვედრა წელსვე, წლის ბოლოს გაიმართება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.