ირაკლი ღარიბაშვილი - მქონდა პატივი, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო წარმედგინა როგორც ძლიერი ერი, რომელიც აფასებს თავისუფლებას და ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
„მქონდა პატივი კიდევ ერთხელ მიმემართა სიტყვით გაეროს გენერალური ასამბლეისთვის და წარმომედგინა საქართველო როგორც ძლიერი ერი, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ახორციელებს პროგრესს ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში”, – აღნიშნავს პრემიერი.