ირაკლი ღარიბაშვილი - მოლდოვაში იყო ევროპის ქვეყნების 45 ლიდერი, შეიძლება, მათგან ხუთმა-ექვსმა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ, ათმა, ხელის ჩამოსართმევად იქ რიგი არ ყოფილა
ირაკლი ღარიბაშვილი - მოლდოვაში იყო ევროპის ქვეყნების 45 ლიდერი, შეიძლება, მათგან ხუთმა-ექვსმა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ, ათმა, ხელის ჩამოსართმევად იქ რიგი არ ყოფილა

მოლდოვაში იყო ევროპის ქვეყნების 45 ლიდერი. შეიძლება, აქედან ხუთმა-ექვსმა ლიდერმა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ, ათმა, ხელის ჩამოსართმევად იქ რიგი არ ყოფილა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „მოლდოვაში თქვენ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთმანეთს გვერდი აუარეთ. თქვენი ინიციატივა იყო, რომ არ მისულიყავით დღეს უკვე მსოფლიო ლიდერთან?  თქვენთან რომ არ ჰქონოდა რაიმე კომუნიკაცია, მისი ინიციატივა იყო?“

„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. იქ იყო 47 ლიდერი. აქედან შეიძლება, ხუთმა-ექვსმა ლიდერმა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ, 10-მა და ეს იყო. რიგი არ ყოფილა იქ ხელის ჩამოსართმევად. საერთოდ, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, – „საშუალება რომ გქონოდათ, უსურვებდით წარმატებას?“ – ღარიბაშვილმა განაცხადა:

„მივესალმებოდი ჩვეულებრივ. მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“.