ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველი პარტია, მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს ამ პროცესში
ირაკლი ღარიბაშვილი - მმართველი პარტია, მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს ამ პროცესში

მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.

„მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჟოზეფ ბორელმა ბრძანა, არა მარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.