ირაკლი ღარიბაშვილი - მივმართავ ამომრჩეველს თხოვნით, არჩევნების დღეს არავინ დარჩეს სახლში, ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და „ქართულ ოცნებას“
სრული მობილიზება ნიშნავს, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არჩევნების დღეს არ დარჩეს სახლში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ.
„სრული მობილიზება ნიშნავს, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს. ძალიან ბევრ ადგილას, ბევრ მუნიციპალიტეტში ბევრი ჩვენი ამომრჩეველი უბრალოდ არ მივიდა არჩევნებზე, რადგან მათ სჯეროდათ და დარწმუნებული იყვნენ ჩვენს გამარჯვებაში. ეს არ არის საკმარისი. მინდა, ყველა ჩვენს ამომრჩეველს მივმართო თხოვნით, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს. ყველანი მივიდეთ და ხმა მივცეთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებასა და „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.