ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში
ირაკლი ღარიბაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს შევუძინოთ ბინები, რათა იცხოვრონ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.

„ასევე, მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, უსახლკაროები ან გაუსაძლის პირობებში მცხოვრებლები, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი დაახლოებით 1 000-მდე ოჯახია, ვისაც სამი შვილი და მეტი ჰყავს, არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1 000-მდე ასეთ ოჯახს შევუძინოთ ბინები და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება, მაქსიმუმ, ორწლიანი პროგრამა. ამ პროგრამას ჩვენ გაისად დავიწყებთ და, ჯამურად, დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგი მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყოს მიტოვებული.

ასევე გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხაა, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. საკმაოდ მცირე თანხა იყო და ესეც გავაოთხმაგეთ, გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში“, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.