ირაკლი ღარიბაშვილი - მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, შიდა თუ გარე მტრების მოქმედებებისა, დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა სიმართლემ გაიმარჯვა
კიდევ ერთხელ მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა.
„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს დიპლომატებს, ჩვენს პარლამენტს, ვინაიდან 100-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული და შექმნილი, უზარმაზარი სამუშაო, უდავოდ, უნდა ითქვას, რომ გასწია მთელმა გუნდმა. ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს, ისე როგორც ვაგრძელებდით მანამდე, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა, აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა, არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი კოორდინირებული მოქმედებების, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.