ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება
მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ მშვიდად უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.