ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო სიმშვიდისკენ, გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მშენებელ კომპანიებს წარედგინება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის პაკეტი, აპრილიდან კი ინტენსიურად დაიწყება დასაქმების პროგრამაზე მუშაობა, რითიც ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ. გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება. ჩემი დავალების მიხედვით, ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარედგინება მშენებელ კომპანიებს. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ამ გამოწვევების, კრიზისის ფონზე ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში. ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.