მინდა, გავიგო, რას აპირებს გიორგი გახარია, მინდა, გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსმა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებებს მიეცემა შესაბამისი განმარტება.
„მე მინდა, გავიგო, რას აპირებს გახარია, მინდა, რომ გავიგო, მისი შეფასებები, მისი გეგმების შესახებ მოვისმინო. იცოდეს ყველა ადამიანმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომ ყველა მათ ქმედებას მიეცემა შესაბამისი განმარტება და შეფასება. ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.
ამასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.