ირაკლი ღარიბაშვილი - მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯარის პოლიტიზების პირდაპირი მცდელობა იყო საუბარი იმაზე, თითქოს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საქართველოს გმირი ჯარისკაცების ჰააგაში გასამართლება მოხდებოდა.
ღარიბაშვილის თქმით, სინამდვილეში, არავითარი ნეგატიური პროცესები ამ მიმართულებით არ განვითარებულა.
„ბატონი ბენაშვილის კითხვა შეეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან სამწუხარო, მე ვიტყოდი სამარცხვინო, სამხედრო ოფიცრებისთვის უკადრისი პრეცედენტების შექმნას, საშიში პრეცედენტების შექმნას, არ მოვერიდები მე ამის თქმას. მოგეხსენებათ ყველას, პრეზიდენტის მიმართ გაისმა არაერთი ბრალდება, ცილისწამება, დაუსაბუთებელი საუბაური იყო იმაზე, თითქოს ქალბატონი სალომეს არჩევის შემთხვევაში, მოხდებოდა ჩვენი გმირი ჯარისკაცების ჰააგაში გასამართლება.
გავიდა მას შემდეგ თითქმის ორი წელი და ვხედავთ, რომ არფერი მომხდარა და არც მოხდება ეს, ვიდრე ჩვენი მთავრობა არის ხელისუფებაში. არავითარი ნეგატიური პროცესი არ მოჰყოლია ამას. უფრო მეტიც, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი აძლიერებს და იცავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, მაშინ, როცა აღნიშნული პირები, კერძოდ, გენერალი ჭანკვეტაძე თუ არ ვცდები, ძალიან სამწუხაროა, რომ იგი სამხედრო ფორმით გამოცხადდა და გააკეთა პოლიტიკური შინაარსის განცხადებები, ეს იყო პირდაპირი მცდელობა ჯარის პოლიტიზირების, ეს არის იმ ხელწერის გაგრძელება და იმ პრეცედენტების გაგრძელება, რომელიც, სამწუხაროდ, მათ შექმნეს. ეს იყო სავალალო, შემაშფოთებელი მცდელობა ჯარის პოლიტიზირების“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთი ინტიტუტების, როგორიც არის ჯარი, პოლიცია, სასამართლო, პროკურატურა, პოლიტიზება 2012 წელს დაასრულეს.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალურები, მაგრამ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად განსხვავებული და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ დავუშვებთ ჯარის და ჯარისკაცების პოლიტიზებას.
ჯარი არც ერთი პარტიის, არც ერთი კონკრეტული პოლიტიკური ხელმძვანელობის კუთვნილება არ არის, ის არის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე, ყველას, თითოეული მოქალაქის დამცველი და იმედი. აქედან გამომდინარე, გიდასტურებთ, რომ მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, არ დავუშვებ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გატარებას ქართულ ჯარში. აღნიშნულის შემთხვევაში ჩემი რეაგირება იქნება მაქსიმალურად მკაცრი, როგორიც არის კანონდმებლობის მიხედვით გაწერილი. დღევანდელი კანონმდებლობა კრძალავს სამხედროების მონაწილეობას ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესებში.
გულწრფელად გეტყვით, 99 პროცენტი ჩვენი სამხედროების არიან აპოლიტიკურები. თუ ერთი პროცენტი, თუ 0.1 პროცენტი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, მათ სათანადო ადგილს მივუჩენთ კანონის ფარგლებში.
როცა მოვედი ამ თანამდებობაზე, ვთქვი, რომ ჯარში მე არ შემომაქვს არავითარი პოლიტიკური ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი პრემიერი, პარტიის პოლიტიკური მდივანი ვარ ახლაც, ვერც ერთ პრეცედენტს ვერ დამისახელებს ვერც ერთი ჩვენი ვითომ ოპონენტი, დესტრუქციული ძალა, რეალურად ანტიეროვნული ძალები, რომლებიც ცდილობენ ყველას და ყველაფრის წაბილწვას და პოლიტიზებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს.
სამარცხვინოა, როცა ფორმიანი და მითუმეეტს ყოფილი გენერალი ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ისიც დაკვეთით, სამხედრო ფორმაში, ეს არის შეურაცმყოფელი ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი უნიფორმის ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.