ირაკლი ღარიბაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დასმას ითხოვს
ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილი ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს უსვამს ხაზს.
„ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა მომხდარი ფაქტი. აუცილებლად უნდა დადგეს ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი… რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარება და მით უმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? დროული პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.