ირაკლი ღარიბაშვილი - მაისში 25%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს
მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი. ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, ინფლასიასთან და ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ასევე ბიზნესიდან.
„მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ეკონომიკურ ზრდას, შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს.
რაც შეეხება ინფლაციას, ზოგადად მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მეგობრებისთვის, რომ ძალიან პოზიტიური სიგნალი და მოლოდინი მოდის ზოგადად ბიზნესიდან. მოგეხსენებათ, მარტში ჩვენ 4%-იანი ზრდა გვქონდა, აპრილში უპრეცედენტო 44,8%-იანი ზრდა. მაისში ჩვენ ველოდებით 25%-იან ზრდას. ამის თაობაზე უფრო კონკრეტულად რამდენიმე დღეში გვეცოდინება. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ შეინიშნება ლარის სტაბილიზაცია და გრძელდება ლარის გამყარების პროცესი. ეს ყველაფერი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ინფლაცია ასევე დაიკლებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.