ირაკლი ღარიბაშვილი - მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ 3,2%-მდე, მთავრობის ვალი კი 40%-მდე ჩამოვწიეთ
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოიტანა ის, რომ 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე, მთავრობის ვალი კი მშპ-ის 40%-მდე ჩამოვწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა ბიუჯეტში მეტი შემოსავალი გააჩინა, რამაც მთავრობას ბევრი კარგი და ახალი წამოწყების დაფინანსების საშუალება მისცა.
„რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე შეიძლება, ძალიან ბევრი მოქალაქე კითხულობდეს. როგორც მოგახსენეთ, ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში, ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი, ახალი წამოწყების, პროგრამების დაფინანსება. 700 მილიონ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება. 700 მილიონით ვალის შემცირება არის რეალური, რაც ჩვენ შევძელით. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შევამცირეთ მშპ-ის 3,2%-მდე. მთავრობის ვალი კი მშპ-ის 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც ორი წლის წინ 60%-მდე იყო მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით. დღეს 40%-მდე გვაქვს ჩამოწეული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.