ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობას ვუხდი ნონა გაფრინდაშვილს იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს.
„მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა — ქალბატონმა ნონამ იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.
მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ნონა გაფრინდაშვილი იტალიაში მიმდინარე სენიორ მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.