ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებული მადლობა აშშ-ის მთავრობას, ბატონ სალივანს, აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც პირადად ჩავიდა ბრიუსელში და კანდიდატის სტატუსის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო
ირაკლი ღარიბაშვილი - განსაკუთრებული მადლობა აშშ-ის მთავრობას, ბატონ სალივანს, აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც პირადად ჩავიდა ბრიუსელში და კანდიდატის სტატუსის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებს და მათ ელჩებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის.

ღარიბაშვილის თქმით, მადლობას უხდის აშშ-ის მთავრობას, აგრეთვე საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგანს, რომელიც, პრემიერის განმარტებით, ამ წარმატების გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.

„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა, თქვენი მხარდაჭერა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს, მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს,  მადლობა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების. რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა, ვუთხრა მადლობა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. გულწფრელად მინდა, ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას, მინდა, განსაკუთებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც უკვე გაიცა რეკომენდაცია ევროკომისიის მიერ, ვთქვი, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი, გამოკვეთილი მხარდამჭერი ევროპულ გზაზე ჩვენი ქვეყნის წარმატების. მინდა, მადლობა ვუთხრა აშშ-ის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ამ წარმატების“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.