ირაკლი ღარიბაშვილი - მადლობა ვახტანგ გომელაურს და ჩვენს საამაყო პოლიციას, რომელმაც ძალიან ღირსეულად მართა პროცესები
ყველა ახალგაზრდას, ვინც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს და არ მიეკუთვნება პარტიას, მინდა, ვუთხრა: ყველა ადამიანს აქვს პროტესტის უფლება, რაც არ უნდა გასცდეს გამოხატვის ჩარჩოებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და პოლიციას მადლობა გადაუხადა.
„ამ პერფორმანსებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა კადრებიც ვნახე, ბევრი ახალგაზრდა არის ,,ნაცმოძრაობის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, ლიდერები. ყველა ახალგაზრდას, ვინც გულწრფელად გამოხატავს პროტესტს და არ მიეკუთვნება პარტიას, მინდა, ვუთხრა: ყველა ადამიანს აქვს პროტესტის უფლება, ეს არ უნდა გასცდეს გამოხატვის ჩარჩოებს და არ უნდა გადავიდეს ძალადობაში. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს და მთლიანად ჩვენს საამაყო პოლიციას, რომელმაც ძალიან ღირსეულად მართა ეს პროცესები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.