საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიურ მედალს ულოცავს.
„კიდევ ერთი ოლიმპიური მედალი! ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. ვულოცავ ლაშას და მის ყველა გულშემატკივარს“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს მესამე ოლიმპიური მედალია. ლაშა შავდათუაშვილი 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულია, ხოლო 2016 წელს რიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.