ირაკლი ღარიბაშვილი - კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების ფასით დაინტერესებულია და ამ პროცესს კიდევ უფრო დავაჩქარებ
კონკურენციის სააგენტო მედიკამენტების ფასით დაინტერესებულია და ამ პროცესს კიდევ უფრო დავაჩქარებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„თქვენ ამბობთ, რომ საქსტატის მონაცემებით, წამლების ფასები 10%-ით არის გაზრდილი და წამლების პრობლემაა, მე სრულად ვიზიარებ და ეს საკითხი შესასწავლია, წინა გამოსვლის დროსაც აღვნიშნე, რომ ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება. ჩვენ გვქონდა საუბარი ამის თაობაზე. ვიცი, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით დაინტერესებულია და ამ პროცესს, გპირდებით, კიდევ უფრო დავაჩქარებ. მზად ვარ, პარლამენტარების ჩართულობაც უზრუნველვყოთ ამ პროცესში, რათა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტების ფასები“, – განაცხადა პრემიერმა.