ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელმა კოლეგებმა მოგვახსენეს კონკრეტული ფაქტები, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიან და სთხოვენ, საქართველომ არ მიიღოს სტატუსი, წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა ღალატია
კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ევროპელმა კოლეგებმა, როცა ჩადიან ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, საქართველომ არ მიიღოს სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში, წარმოგიდგენიათ, რამხელა ღალატია ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ფაქტები ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის დამადასტურებელია.
„ჩვენ კონკრეტული ფაქტები მოგვახსენეს ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა, გვარებზეც იყო ძალიან ბევრჯერ საუბარი, როცა ჩადიან ჩვენი უპასუხისმგებლო ოპოზიციის წარმომადგენლები და სთხოვენ, აღარც მალავენ, საჯაროდ აცხადებენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში. წარმოგიდგენიათ, რამხელა ღალატია ეს ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ინტერესების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.