ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კონკრეტულ სფეროებში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს. ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.

შეხვედრას ესწრებოდა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.