ირაკლი ღარიბაშვილი - კოაბიტაცია იმ ფორმით, როგორც ჩვენ განვახორციელეთ, იყო შეცდომა
ირაკლი ღარიბაშვილი - კოაბიტაცია იმ ფორმით, როგორც ჩვენ განვახორციელეთ, იყო შეცდომა

კოაბიტაცია იმ ფორმით, როგორც ჩვენ განვახორციელეთ, იყო შეცდომა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოაბიტაციის ამოცანა იყო, მომხდარიყო კონსოლიდაცია.

„რა თქმა უნდა, ერთი მხრივ გაიმიჯნა უფრო მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების საქმეები. უამრავი ადამიანი იყო. ეს იყო სისტემური ხასიათის დანაშაულებები, რომელიც ხორციელდება წინა მთავრობის დროს და ამ დანაშაულებში რა თქმა უნდა, უამრავი საჯარო მოხელე ნებით თუ უნებლიეთ იქნა ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.