ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ მინდა, მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება
ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ მინდა, მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება

ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

„მინდა, დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე; მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და შესაბამისად ავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთებაა, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს ხალხს და მათ ინტერესებს სჭირდება.

ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.