ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ დავარწმუნე შარლ მიშელი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების ერთგული რჩება
კიდევ ერთხელ დავარწმუნე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოქმედდა.
„კიდევ ერთხელ დავარწმუნე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება. ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ამოქმედდა და მოწოდებული ვართ, ვიმუშაოთ დარჩენილ მნიშვნელოვან რეფორმებზე“, – წერს ღარიბაშვილი.