ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 9 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ზუგდიდში 13:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრას დაესწრებიან პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზუგდიდის, მესტიის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში ათ რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გასულ კვირაში გაიმართა.