ირაკლი ღარიბაშვილი - ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მიიღოს რუსული ფული, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას
ირაკლი ღარიბაშვილი - ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მიიღოს რუსული ფული, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას

ხოშტარიას პარტიას არავითარი ავტორიტეტი არ გააჩნია, დადიან, ეძებენ დესტრუქციულ საქმიანობას, აყენებენ შეურაცხყოფას ადამიანებს და მათ შორის ჩვენ საამაყო პოლიციელებს, ვითომ ხმალამოღებით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხოშტარიას და მის ოჯახს არ აქვთ პრობლემა, მიიღონ რუსული ფული.

„მინდა, უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ კითხვაზე. კითხვა დაუსვით ამ ადამიანებს, რა გაუკეთებით ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე, რატომ დააგვიანეს, რატომ არ დაიწყეს მოლაპარაკებები იმავე ასოცირების შეთანხმების თაობაზე, უვიზო რეჟიმზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, სამი წელი დააგვიანეს, დაიწყო მანამდე მოლდოვამ, უკრაინამ, ყველამ, სამი წელი, სამი წელი კი არა, სამი დღე რომ დაგვეგვიანა ჩვენ, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავს ატეხავდნენ აქ. ხოშტარიას ქმედება არის ძალიან მარტივი მაგალითი, ადამიანი, რომელიც რუსეთის ბიუჯეტიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოშტარიას ოჯახი, ამაზე არავითარი პროტესტი არ უჩნდება, არავითარი დისკომფორტი არ ექმნება, რომ მან მიიღოს რუსული ფული, გამოდის და ფარისევლურად ჭკუას არიგებს საზოგადოებას. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო, ხოშტარიამ მიხედოს საკუთარ თავს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.