ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ზაალ გოგსაძეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხორვატიის რესპუბლიკაში, ზაალ გოგსაძეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
ზაალ გოგსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და უნგრეთში. ფლობს ინგლისურ, რუსულ და იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.