ირაკლი ღარიბაშვილი - „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, პოზიციებთან დაკავშირებითაც გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული
ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ღირებულებით ნაწილში განსხვავება არ არის.
„ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგია არის მისაღები. ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ ვეთანხმებით მათ პოზიციებს, ღიად დავაფიქსირეთ ეს. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. ჩვენ გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მით უმეტეს მთავარ პარტნიორებთან – აშშ-სთან, ევროპასთან. ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე. ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი, მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.