ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილი ომის დროსაც კი რიცხავდა თავის კომპანიებში ოფშორულ ანგარიშებზე ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულს
ირაკლი ღარიბაშვილი - კეზერაშვილი ომის დროსაც კი რიცხავდა თავის კომპანიებში ოფშორულ ანგარიშებზე ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულს

კეზერაშვილი, რომელიც ომის დროს იყო თავდაცვის მინისტრი, ომის დროსაც კი რიცხავდა თავის კომპანიებში ოფშორულ ანგარიშებზე ბიუჯეტის ფულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფარისევლობას სიმართლის დაპირისპირება სჭირდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, კარგად გააზრება სჭირდება რისკს, საფრთხეებს, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს.

„ჯარის, თავდაცვის, ბიუჯეტის ფულებს რიცხავდა ბატონი კეზერაშვილი – ყველაზე დიდი კორუმპირებული, რომელიც დღეს უდიდეს პროვოკაციულ, „ანტიკორუფციულ“ მოძრაობას აფინანსებს ქვეყანაში. სააკაშვილი ომის შემდეგ, ვიმეორებ, შესანიშნავად გრძნობდა თავს, მას არავითარი დისკომფორტი არ შექმნია. ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით, 120 მილიონს შეადგენს. ამაზეა საუბარი, როდესაც ასეთ ფარისევლობასთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება სიმართლის დაპირისპირება. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიცით, რომ ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გაწირეს. პოლიტიკოსები ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა. პატრიარქი რომ არ შესულიყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები ვერ გამოიტანეს მათ. ეს რეალობა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. თუ რაიმეს ვამატებ, გთხოვთ, მითხარით. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება კარგად გააზრება. იმ რისკს, საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.