ირაკლი ღარიბაშვილი - კარგი და პროდუქტიული საუბარი მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, შევეხეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს
ირაკლი ღარიბაშვილი - კარგი და პროდუქტიული საუბარი მქონდა კომისარ ოლივერ ვარჰეისთან, შევეხეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისართან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა.

„მქონდა კარგი და პროდუქტიული საუბარი კომისარ ოლივერ ვარჰეისთან ამ რთულ დროს. შევეხეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივებს“, – წერს ღარიბაშვილი „ტვიტერზე“.