ირაკლი ღარიბაშვილი - კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო უპირობო ლიდერია
კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენ სამეულში, ე.წ. ასოცირებულ ტრიოში უპირობო ლიდერები ვართ. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო – გლობალური რეიტინგი – 49-ე ადგილი მსოფლიოში, რეგიონული რეიტინგი – პირველი ადგილი 14 ქვეყანას შორის. მაინტერესებს, თუ იცით, რომელ ადგილზეა უკრაინა, გლობალური რეიტინგი – 74-ე ადგილზე და რეგიონული მეშვიდე ადგილი 14 ქვეყნას შორის. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე, მეგობრებო. მოლდოვა – გლობალური რეიტინგი 73-ე მსოფლიოში და რეგიონული რეიტინგით მეექვსე. აქაც, ანუ მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო არის უპირობო ლიდერი. პირველ ადგილზე არის რეგიონში 14 ქვეყანას შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.