საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება.
შეხვედრა უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს, რომლის თემა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებია.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დაასანქცირა, მოსამართლეებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.