ირაკლი ღარიბაშვილი - ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით, 300 წლის შემდეგ, საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა
300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა. 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა! პატრიარქის კურთხევით, აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს ქრისტოფორუსს, განსაკუთრებული მადლობა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდალა მეორესა და მის უმაღლესობა პრინც ღაზის, მიღებული გადაწყვეტილებისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“.
მდინარე იორდანესთან დღეს საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა.