ირაკლი ღარიბაშვილი - ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და რთული გამოწვევა, ჩვენ ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, განმტკიცებაზე, სტაბილურობაზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და რთული გამოწვევა, ჩვენ ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, განმტკიცებაზე, სტაბილურობაზე

მინდა, ვთქვა შემდეგი, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინა, ახლა ისრაელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ისრაელში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან შემაწუხებელი და ძალიან რთული გამოწვევა.

„ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ იმ რეგიონის, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოზე ექნება ამას დიდი გავლენა. ასე რომ, ჩვენ მთავარი ყურადღება უნდა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებაზე, განმტკიცებაზე სტაბილურობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ეს სჭირდება ჩვენს ხალხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.